იაკობ გოგებაშვილი



სასწავლო პროექტის სათაური:  იაკობ გოგებაშვილი
საგანი: ქართული -  ბუნება
განმცხადებლის სტატუსი: , სქემაში ჩართული          
განმცხადებელი:  ქეთევან ნადარეიშვილი
პროექტის ავტორი;  ქეთევან ნადარეიშვილი
სკოლისდასახელება: ქ.აბაშის №1 საჯარო სკოლა
სკოლისმისამართი: ქ. აბაშა. ჯორჯიკიას ქ. № 12
პროექტის დაწყების თარიღი:    19.09.2019  წ.
დასრულების თარიღი: 30.10.2019 წ



პროექტის აქტუალობა:
ი.გოგებაშვილი დედაენას ერის ბურჯს, სკოლის სულს, გონების ლამპარს უწოდებდა. სწორედ სკოლაში, დაწყებით კლასებში ეყრება საფუძველი იმ ბალავარს, რომელზედაც შემდეგში ვითარდება, იწრთობა და ერის წინამძღოლად ფუძნდება ენა,    ამ პროექტის უმთავრესი დანიშნულებაა გავუღრმავო მოსწავლეებს ცოდნა. ჩვენ გვავიწყდება, რომ გამართული მეტყველება და წერა მშობლიური ენის პატივისცემაა, მისი გადარჩენისათვის ზრუნვა კი ყველა ჭეშმარიტი ქართველის ვალია.

პროექტის აღწერა:
 სასწავლო წელი იაკობ გოგებაშვილზე საუბრით დავიწყე. მოვუყევი ბავშვებს ,,დედა ენის“ შემქმნელზე, წიგნზე, რომლითაც მშობლიური ანბანი უნდა გვესწავლა. მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების ეპიზოდებით.
მისი შემოქმედების უკეთ გაცნობის მიზნით დავგეგმე პროექტი ,,იაკობ გოგებაშვილი“.
         მოსწავლეებს  მივაწვდი ინფორმაციას იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების შესახებ, წავუკითხავ მის მოთხრობებს, საინფორმაციო ტექსტებს, კლასში მოვაწყობთ მოთხრობების ინსცენირებებს, ვუჩვენებ სლაიდ-შოუს და ვიდეო ფილმს მწერლის შესახებ. სავარაუდოდ ბავშვები გამოთქვამენ სურვილს,  ნახონ ადგილი, სად ცხოვრობდა მწერალი და  მოვაწყობთ ექსკურსიას ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის  სახლ-მუზეუმში,           პროექტში მონაშილეობას მიიღებენ IV- კლასის მოსწავლეები, მშობლები და კლასის დამრიგებელი. პროექტს უხელმძღვანელებს კლასის დამრიგებელი.
პროექტის მიზანი:
1.                       იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების უკეთ გაცნობა;
2.                       თვალსაწიერის გაფართოება;
3.                       მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;
4.                       შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარება;
5.                       სოციალური უნარების განვითარება;
6.                       მშობელთა ჩართულობა


პროექტის ამოცანები:
1.      მოსწავლეებთან,   მშობლებთან შეხვედრა და პროექტის იდეის გაცნობა;
2.      მოსწავლეებისათვის იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების და საინფორმაციო ტექსტების წაკითხვა.
3.      სლაიდის ჩვენება (ბიოგრაფიის შესახებ, ასევე ვიდეო-ფილმის ჩვენება)
4.      შთაბეჭდილებების გადმოცემა ნახატის სახით;
5.      პროექტის შეჯამება.


პროექტის განხორციელების გზები:
I შეხვედრა- მოსწავლეებსა და მშობლებისათვის  პროექტის გაცნობა. ექსკურსიების მარშრუტის, თვისა და რიცხვის დაგეგმვა, ფინანსური და ტრანსპოტის საკითხის მოგვარება, მენიუს შედგენა, გასართობი თამაშების დაგეგმვა.
II შეხვედრა- მოსწავლეებისათვის  ინფორმაციების მიწოდება იაკობ გოგებაშვილის  ბიოგრაფიის  შესახებ,სლაიდ-შოუს და ვიდეო ფილმის ჩვენება.
III შეხვედრა- მოსწავლეებისათვის უსაფრთხოების წესების გაცნობა, თუ როგორ უნდა ვიმგზავროთ უსაფრთხოდ, რას  ვნახავთ იქ,  რას უნდა მიაქციონ ყურადღება, როგორ უნდა გააკეთონ ჩანახატი შთაბეჭდილების გადმოსაცემად.
IV  შეხვედრა- ექსკურსია ვარიანში; მონაწილეობას იღებენ მშობლები
V  შეხვედრა- ექსკურსიის შთაბეჭდილებების ნახატით გადმოცემა;
VII   შეხვედრა - დისკუსია საუბარი ექსკურსიის შთაბეჭდილებების შესახებ და დავალების მიცემა, ისწავლონ ლექსები დედაენასა და ანბანზე სურვილის მიხედვით.
       IX  შეხვედრა -შედეგების შეჯამება, პროექტის დახურვა.
მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია დაწყებითი კლასის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების წინაშე, წარმოადგენეს საბოლოო პრუდუქტი კედლის გაზეთისა და სლაიდ შოუს სახით, რომელიც გამოეკრა საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილას.



რესურსები/ბიუჯეტი:
სკოლის ბაზაზე
გამოყენებული ვიდეო მასალა : https://www.youtube.com/watch?v=IHYchRnYyYs
-__________________________________


მოსალოდნელი შედეგები:
  1. ახალი ცოდნის  შეძენა ;
  2. თვალსაწიერის გაფართოება;
3.      სწავლის მოტივაციის ამაღლება;
4.      სოციალური უნარების განვითარება;
5.      შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება;
6.      მშობელთა ჩართულობა.



მონიტორინგი:
კლასის დამრიგებელი და მშობლები .
შეფასება:

     შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა ინფორმაციების მოძიება, მიიღეს თუ არა ახალი ცოდნა, შეძლეს თუ არა თავიანთი დამოკიდებულების გადმოცემა  ნახატის სახით, გამოავლინეს თუ არა სოციალური უნარ - ჩვევები.







სამუშაო  გეგმა       

საპროექტო საქმიანობები
პასუხისმგებელი პირი
ვადები თვეების მიხედვით
მოსწავლეებსა და მშობლებისათვის  პროექტის გაცნობა.
მოსწავლე
მასწავლებელი

მოსწავლეებისათვის  ინფორმაციების მიწოდება
მოსწავლე
მასწავლებელი

ექსკურსია
მასწავლებელი
მოსწავლე


დისკუსია
მოსწავლე

-შედეგების შეჯამება
მასწავლებელი

პრეზენტაცია
მოსწავლე
მასწავლებელი




შეფასება
მონიტორინგი  შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი მოსწავლეებიმასწავლებელი

პროექტოს მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
მეორე შვალედური მონიტორინგი
მასწავლებელი

პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის სქემა
საბოლოო შეფასება
მოსწავლეები

პრეზენტაცია ანგარიში



                                                     მონიტორინგი

პროექტოს მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
1.ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციის გამოყენებული ლიტერატურის ,ინტერნეტ აიტების და სხვადასხვა წყაროების სანდოობას

2.ვამოწმებთ პროწქტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს

3.შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას კგუფის წევრების შორის

4.ართმებს თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
ვაკვირდებით მოსწავლეებს,რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს

5.იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს






No comments:

Post a Comment